პრეზიდენტი: საფრანგეთისგან მიღებული პენსია მყოფნის, ხელფასს საქველმოქმედო ფონდში გადავრიცხავ

პრეზიდენტის სახელმწიფო ფონდი გაუქმებულია, თუმცა სალომე ზურაბიშვილის თქმით, მალე შეიქმნება ფონდი კერძო საწყისებზე, რომელიც დაკავებული იქნება ქველმოქმედებითა და ნოვაციების ხელშეწყობით.

ზურაბიშვილის თქმით, ასეთი ფონდი აუცილებელია, რადგანაც პრეზიენტი უნდა იყოს ერთგვარი მფარველი: ამიტომ გადავწყვიტეთ, მოვძებნოთ შესაბამისი იურიდიული ფორმა. ფონდი იმოქმედებს ჩემი ეგიდით და საზოგადოებრივი პირების დახმარებით. იმედი მაქვს, რომ სხვებიც მომყვებიან ამ წამოწყებაში. ვაპირებ, ჩემი ყოველთვიური ხელფასი გადავრიცხო ამ ფონდში, რადგანაც მე უკვე ვიღებ საფრანგეთის დაგროვებით პენსიას, რომელიც სავსებით მყოფნის. ასე რომ, შემიძლია, ჩემი როგორც პრეზიდენტის სარგო, მოვახმარო იმ საჭიროებებს, რასაც ჩავთლით მნიშვნელოვნად ქველმოქმედებისთვის. ფონდი იქნება სრულად გამჭივრვალე, რათა ერთად გადავწყვიტოთ, რა არის მნივშნელოვანი”, განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ხელფასი 13 ათასი ლარს შეადგენს. ვიდრე არსებობას შეწყვეტდა, საქართველოს პრეზიდენტის ფონდმა დააფინანსა შემდეგი გამოცემებები: მიმოზა ცანავას ერთტომუეული, გურამ დოჩანაშვილის მესამე ტომი და ჟურნალ “ხიდის” ექვსი თვის გამოცემა. ასევე შეიძინა მუსიკალური ინსტრუმენტი ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსისათვის.