პრეზიდენტი ზურაბიშვილი მთავრობის წევრებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს განაგრძობს

{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მთავრობის წევრებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს განაგრძობს. ზურაბიშვილმა ამჯერად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან გამართა პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. 

“შეხვედრაზე ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობის შესახებ”,იუწყება პრეზიდენტ ზურაბიშვილის პრესსამსახური. 

აღსანიშნავია, რომ  საქართველოს პრეზიდენტი გუშინ ვიცე-პრემიერს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს, შეხვდა, მანამდე კი ვიცე-პრემიერს, შს მინისტრს გიორგი გახარიასთან გამართა მოლაპარაკებები.