პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომლების ნაწილი სასამართლოში ჩივის. ისინი სამსახურში აღდგენას მოითხოვენ.
პირები, რომლებიც სასამართლოში ჩივიან,ადმინისტრაციაში გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს მუშაობდნენ, სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ კი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომლების ინტერესებს სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ იცავს.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად სამსახურიდან 61 თანამშრომელი გათავისუფლდა.