პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია დღევანდელ ინციდენტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
ლაშა ჟვანიას ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს ჭოველიძის გვარი გამორჩა.
„მხოლოდ და მხოლოდ, ტექნიკურად იყო გამორჩენილი არა სიაში, არამედ როგორც ჩანს, პრეზიდენტის მიერ ტექსტის წაკითხვის დროს მოხდა ერთი ხაზიდან მეორეზე გადასვლა. შეიძლება ამის გამო წაიკითხა პრეზიდენტის პრესსპიკერმა გვარები თავიდან. მე პირადად ვიცნობ ამ ადამიანს და ვწუხვარ, რომ ასე მოხდა ბუნებრივია, 9 აპრილიდან ყველა გვახსოვს, მაგრამ თუკი ვინმე მახსოვს ეს არის თამარ ჭოველიძე”, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპული თამარ ჭოველიძის მამამ, არკადი ჭოველიძემ სახელმწიფო ცერემონიების სასახლე პროტესტის ნიშნად მას შემდეგ დატოვა, რაც სალომე ზურაბიშვილმა მისი შვილის გვარი 9 აპრილს დაღუპულ გმირებში არ დაასახელა.