“პრეზიდენტის მიერ ამ დამნაშავის შეწყალება შეცდომაც არის და დანაშაულიც” – ნიკოლოზ მეტრეველი

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში დავით ოთხმეზურის მკვლელის შეწყალებას აფასებს.

როგორც მეტრეველი აცხადებს, პრეზიდენტის მიერ ამ დამნაშავის შეწყალება შეცდომაც არის და დანაშაულიც.

“პრეზიდენტის შეწყალების დისკრეციული უფლება კვლავაც აღშფოთების და საზოგადოების შეურაცხყოფის წყაროდ რჩება.

შეწყალების მანკიერი და დანაშაულებრივი პრაქტიკა, რომელიც დაინერგა სააკაშვილის მიერ და სამწუხაროდ გააგრძელეს მარგველაშვილმა და იმ პერიოდის კომისიის „ქართული ოცნების“ ზოგიერთმა სახემ, როგორც სჩანს ამჟამადაც გრძელდება.

წლების მანძილზე დათო ოთხმეზურის მამა და ოჯახი, გარწმუნებთ არა შურისძიებისათვის, არამედ სამართლის დასაყენებლად-გავლენიანი მკვლელის დასჯისთვის იბრძოდა.