NDI-ის ახალი კვლევის თანახმად, პრეზიდენტის საქმიანობას დადებითად მოსახლეობის 12% აფასებს, საშუალოდ – 30%, ხოლო ცუდად – 40%.
2015-2018 წლებში პრეზიდენტის საქმიანობას კარგად 19-28% აფასებდა, საშუალოდ 51-53%, ხოლო ცუდად – 14-17%.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.