ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი საქართველოს პრეზიდენტის შეცდომების გარშემო ატეხილ სკანდალს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
“სალომეს ადმინისტრაციაში არ გამორიცხავენ კიბერშეტევას არ გამორიცხავენო, ანუ რომ კითხეს “შალომეს” მისი პასუხიდან ვერც ამათ გამოაქვთ აზრი და ამიტომაც არ გამორიცხავენ,ჩამოართვით ტელეფონი და შეუზღუდეთ ინტერნეტი ხომ ხედავთ – ქაჯია
P.s პრეზიდენტის ტვიტერზე და ფბ – ზე კიბერშეტევაში ეჭვმიტანილი თავად პრეზიდენტია”-წერს ხაბეიშვილი საკუთარ ფეისბუქგვერდზე.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელებში დაშვებული შეცდომების გამო სკანდალში გაეხვა.საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერის“ გვერდზე შესაძლო კიბერთავდასხმის ფაქტს განიხილავს. ამასთან დაკავშირებით მოკვლევა შსს-მ დაიწყო. შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ გვერდებზე დაშვებული შეცდომების გამო სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება კიბერდანაშაულის მიმართულებით დაიწყოს.
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე აშშ-ის პრეზიდენტის პოსტი გაზიარდა, სადაც ტრამპი პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატ ჯო ბაიდენს „მძინარას“ უწოდებს. საქართველოს პრეზიდენტის გვერდიდან აღნიშნული პოსტი გარკვეული პერიოდის შემდეგ წაიშალა.
ადმინისტრაციის განმარტების პარალელურად, ზურაბიშვილის ოფიციალურ გვერდზე კიდევ ერთი უხერხული შეცდომა გამოჩნდა.ზურაბიშვილმა ერთ-ერთი ფეისბუქგვერდის – “ხელოვნება და ისტორიკოსების” პოსტი გააზიარა, სადაც ქართველი მხატვრის ფელიქს ვარლამიშვილის ნამუშევრებია გამოქვეყნებული.
პრეზიდენტის გვერდზე ეწერა რომ “ვარლამიშვილს რუს ემიგრანტად ასაღებენ”. თუმცა პოსტში განმარტებული იყო, რომ ნამუშევრების ავტორი ქართველი მხატვარი იყო.