საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 11 პირი შეიწყალა. 8 მსჯავდებული პირი დღესვე დატოვებს საპატიმროს.პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა ასევე შეიწყალა სამი პირობით მსჯავრდებული მათ შორის ერთ-ერთი ქალია და ისინი სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისგან.
“პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, შეიწყალა 8 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული, რომლებიც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ.
ამის გარდა, საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 3 პირობით მსჯავრდებული (მათ შორის 1 ქალი), რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან,”- ნათქვამია განცხადებაში.