პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შეწყალების პირველი აქტი წინასაახალწლოდ გამოსცა

{{ARTICLEIMAGE}}

საქართველოს პრეზიდენტმა საახალწლოდ სამი მსჯავრდებული შეიწყალა. პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ მისი პირველი აქტი გამოსცა.


“საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთაგან სამივე ქალბატონია. მათ შორის, ერთი ქალბატონი ორსულადაა, მეორე ქალბატონი მცირეწლოვანი ბავშვის დედაა, ხოლო მესამე – სამი შვილის დედა.

სამივე მსჯავრდებული ქალბატონი პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეწყალების საკითხთა კომისიასთან დაკავშირებით მომდევნო ეტაპზე გეგმავს, შესაბამისი პროცედურების გავლით კომისია ახალი წევრებით დაკომპლექტდეს.

როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს იყო.