პრინც უილიამსისა და ქეითის ექსკორტი 83 წლის ქალს დაეჯახა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა სამეფო ოჯახის წევრები ლონდონიდან უინძორის სასახლისკენ მიდიოდნენ. ინფორმაციას მომხდარის შესახებ ბიბისი ავრცელებს.
დაშავებული ირენ მეიორი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია.
კენსინგტონის სასახლის წარმომადგენლის ცნობით, სამეფო წყვილი მომხდარით დამწუხრებულია და დაშავებულს საავადმყოფოში ყვავილები გაუგზავნეს.















