პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა ჭორაობით მოიპოვოს იმუნიტეტი – გახარიას პასუხი ხაზარაძეს

შინაგან საქმეთა მინისტრმა მამუკა ხაზარაძის ბრალდებას უპასუხა, რომელმაც დღეს პარლამენტში საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გახარია მეორე ტურის წინ მუქარის წერილის გაგზავნაში დაადანაშაულა:

“ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით მოიპოვოს იმუნიტეტი. მე წერილებს არ ვწერ. მე სათქმელს პირში ვეუბნები ყველას. პრივილეგირებულობა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ბიზნესში. შანტაჟის ენით საუბარი უნდა დასრულდეს. და მიუხედავად შანტაჟის ენით საუბრისა ყველას მოუწევს პასუხი აგოს როგორც თავის ვალდებულებებზე, ასევე სიტყვებზე.“ –უთხრა ჟურნალისტებს ბრალდების კომენტირებისას შინაგან საქმეთა მინისტრმა.