პროკურატურა ავთანდილ წერეთლისთვის 500 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვს. სასამართლო პროცესი დღეს, 27 აგვისტოს, 15:00 საათზე გაიმართება. წერეთელი საქართველოში დღეს დაბრუნდა.
გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს 22 აგვისტოს ბრალი წარუდგინა. უწყების განმარტებით, საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მიერ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში დახმარებას.ავთანდილ წერეთელს გამოძიება 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას ედავება.
TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო.