პროკურატურა გიორგი ლაფერაშვილს და ზაალ უდუმაშვილს გამოკითვაზე იბარებს

“ფორმულა კრეატივის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი და “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზაალ უდუმაშვილი გენერალურ პროკურატურში გამოკითხვაზე დაიბარებს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილი თანამშრომლები  საგამოძიებო უწყებაში დღეს, 18:00-დან 19:00 საათამდე უნდა გამოცხადდნენ.

“სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2″-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაბარებულები არიან გიორგი ლაფერაშვილი და ზაალ უდუმაშვილი,”- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.