პროკურატურა ხაბეიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვს

გენერალური პროკურატურა თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვს.

,,მას ბრალად ედება დანაშაულის ჩადენა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

საქართველოს პროკურატურამ, თბილისის საქალაქო სასამართლოს, ლევან ხაბეიშვილის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა“, – აცხადებს პროკურატურა.

ხაბეიშვილს პროკრატურამ ბრალი საკრებულოში ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე წარუდგინა.