თბილისში, კლუბ ბასიანთან სროლაში ბრალდებულს, ბიძინა ჩაჩხიანს იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას აღარ ედავებიან. მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება კვლავ გრძელდება და 4-დან 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
როგორც საქმის პროკურორმა რუსთავი 2-თან საუბრისას განაცხადა, იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების მუხლი ბრალდებულს აღარ აქვს წაყენებული, რადგან სანადირო გლუვლულიანი თოფის ფლობა დანაშაული არაა.
იმის მიუხედავად, რომ ბრალდებულს პროკურატურა იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას აღარ ედავება, მას ბრალი კვლავ წაყენებული აქვს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ხულიგნობის მუხლებით.
12 იანვარს კლუბ ბასიანის ტერიტორიაზე სროლისა და სამი ადამიანის დაჭრის საქმეზე პოლიციამ ბიძინა ჩაჩხიანი დააკავა.