პროკურატურამ თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილს ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი წაუყენა.
,,აკი ვიწინასწარმწტყველე. ბრალს მიყენებენ ირაკლი ზარქუას ჩვენების საფუძველზე. სასტიკად გამისწორდა ხაბეიშვილი და ფაქტობრივად სრულიად “ოცნება” დაგვარბიაო. მოახერხეს და ჩემზეც უნდა აღძრან სისხლის სამართლის საქმე. ტატამიაა, ტატამიი”,- წერს ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.
„მე და ზარქუას ერთნაირი დაზიანებები გვქონია. ამას ამბობს გამოძიება. საზოგადოებამ თავად განსაჯოს, რამდენად ნორმალურია ეს პროცესი, რაშიც ვართ. დაგეგმეს პროვოკაცია, ჯგუფური ძალადობა და ახლა ამბობენ, ხაბეიშვილი დაგვესხა თავსო“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა საგამოძიებო ორგანოს დატოვების შემდეგ.
ხაბეიშვილს ბრალი სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
დღეს პროკურატურამ ხაბეიშვილზე ჯგუფური ძალადობის ფაქტზე საკრებულოს 3 წევრსაც წაუყენა ბრალი. ,,ქართული ოცნების” დეპუტატებმა ფიზიკური შეურაცხყოფა ხაბეიშვილს 24 იანვარს მიაყენეს.