პროკურატურასთან ადვოკატმა თავის დაწვა სცადა

ადვოკატმა ზურაბ ბეტრიშვილმა მთავარი პროკურატურის შენობასთან თავის დაწვა სცადა და ბენზინი გადაისხა, თუმცა გარშემომყოფებმა მას ამაში ხელი შეუშალეს. მიზეზი მისი განცხადებით პროკურატურის მიერ წარმოებული არასწორი გამოძიება გახდა. ადვოკატი თავხელიძის პირველ ნომერში ცხოვრობს. რამდენიმე წლის წინ მერიამ ერთ–ერთ მეზობელზე კორპუსზე ზედა სართულების დაშენების ნებართვა გასცა, რასაც დანარჩენი მეზობლები აპროტესტებდნენ. ადვოკატი ამბობს, რომ 20017 წელს ეს მეზობელი თავს დაესხა და შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც მან პატრული გამოიძახა და საქმე აღიძრა. თუმცა ორი წლის მანძლზე გამოძიება უმოქმედო იყო. ცოტა ხნის წინ კი, როცა ის გამოძიების მიმდინარეობით დაინტერესდა უთხრეს, რომ ეს იყო ჩხუბი და შერეული ბრალი, რის გამოც პასუხისგებაში მასაც მისცემდნენ, თუ საპროცესო გარიგებას და 500 ლარიან ჯარიმას არ დათანხმდებოდა. ადვოკატი ამბობს, რომ მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვს.
მთავარ პროკურასთან მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, სასწრაფო და სახანძრო მანქანები.