“პროკურატურისგან მომდის ანეკდოტები”-ნიკა გვარამიამ პროკურატურაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა.
„პრობლემა არის ეს მიკროფონი, რომელიც დროებითია და ნამდვილი მალე იქნება ნამდვილი და საბოლოო. ამათზე კარგი, ისევე როგორც ნიუსი. ბოდიში კოლეგებო. დღეს ვარ აბსოლუტურად ემოციებისგან დაცლილი და მშვიდი, რამდენიმე მიზეზის გამო. უკვე ეს გაბრაზება იმასთან დაკავშირებით, რომ კორუფცია ჩემთვის წითელი ხაზია და მიუღებელი უკვე ამისი გამოხატვა არ შემიძლია, რადგან პროკურატურისგან მომდის ანეგდოტები, მოგონილი ისტორიები. რომელიც ბუნებაში არ ყოფილა, მეუბნებიან ფული, რომელიც იყო, არ ყოფილა. მერე რა რომ ბანკში შეტანის საბუთი არსებობს. რა უნდა ვუპასუხო ახლა ამას.
ვარ მშვიდად კიდევ იმიტომ, რომ ჩემი ცხოვრების მთავარი საქმე უკვე დავასრულე. ამ მიკროფონის ირგვლივ რაც საჭიროა ყველაფერი მზადაა და ყველაფერი გაკეთებულია. ჩემი სადმე ჩაჯენა, იზოლირება და ა. შ არავითარ შედეგს არ გამოიღებს.
ველოდები ყველაფერს, საერთოდ არ მიმაჩნია ამ ხელისუფლების მხრიდან პრობლემად და მოულოდნელობად, რომ დაგვაკაონ მე და სხვები. ეს ხელისუფლება დაკავებულია ლეგიტიმური ხელისუფლების ზღვრებიდან.
ვინც „რუსთავი 2“-ში მუშაობს არის დამკრძალავი კომისია, ისინიც მალე გააცნობიერებენ, მაგრამ რომ არ ეშველა „რუსთავი 2“-ს და ჩვენთან რომაა ყველა, ვინც მაგარია ამ ქვეყანაში, ამას არ ეშველება ნიკა გვარამიას დაჭერით, აქ იმიტომ არიან, რომ ფასეულობა ვისაც ჰქონდა, წამოვიდა იქ, სადაც უნდა იყოს. ამიტომ, ღიად ვაცხადებ, ეს ადამიანები ვინც ჩემს უკან დგანან, გააკეთებენ საუკეთესო კონტენტს, იქნება ნიკა გვარამია დროებით მათთან თუ არა. კვესიტაძე შეიძლება ცოტა ხნით დაობლდეს, მეტი არანაირი ცვლილება არ იქნება.
დიტო საძაგლიშვილს ვაბარებ ოფიციალურად დირექტორის მოვალეობის შესრულებას, დანარჩენებმა ყველამ თავისი საქმე იცის – ნოდარი, როგორც ყოველთვის, გააკეთებს საუკეთესო ნიუსს, ვანო – საუკეთესო სოციალურ იუმორს, დიკო და პაატა, როგორც ყოველთვის, საუკეთესო კურიერს გახსნიან, კვესიტაძე – ობლად ან არაობლად, გაბუნია საუკეთესოდ უხელმძღვანელებს იმ სფეროს რომელიც ჩაბარებული აქვს და ასევე P.S-იც იქნება ისეთი, როგორიც არის და გიჟი ჟორჟოლიანი ახალ ამპლუაში იქნება ბევრად უფრო უკეთესი, როგორც ოდესმე. ამ ამბავს, მეგობრებო, აღარაფერი ეშველება. ჩვენს მაყურებელს ვპირდები, რომ მე აქ შევალ აუცილებლად და გამოვალ თუ არა ეს თქვენს იმედზე არ უნდა აისახოს. ახალ ტელევიზიას ხელ;ახლა აუცილებლად ნახავთ. ნიკა გვარამიასგან „ქართული ოცნება“ თუ გააკეთებს ნელსონ მანდელას, მეც დიდი სიამოვნებით მივიღებ ამას. როგორ მთავრდება ეს ისტორიები, ყველამ კარგად ვიცით“, – აცხადებს ნიკა გვარამია.
შეგახსენებთ,რომ დღეს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგზე განაცხადეს, რომ გვარამიას ბრალი დაუმძიმდა და ახალი დადგენილების მიხედვით, მას დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვასა და ასევე ყალბ გარიგებებში ედება ბრალი.
პროკურატურამ ბრალი არხის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას და რუსთავი 2-ის ქვეკონტრაქტორი კომპანია „ინტერმედიას“ დირექტორს, ზურაბ იაშვილს წარუდგინა.
11 აგვისტოს სასამართლომ ნიკა გვარამიას 40 000 ლარის გირაო შეუფარდა. თუმცა გვარამიას გირაოს თანხა არ გადაუხდია.