პრორუსული აქციის მონაწილეებს შეეშალათ და შემთხვევით ელისაშვილის აქციაზე აღმოჩნდნენ

პრორუსულად განწყობილი აქციის მონაწილეების ნაწილი შემთხვევით ალეკო ელისაშვილის ” სამოქალაქო მოძრაობის” აქზციაზე აღმოჩნდა.

ალეკო ელისაშვილმა ვითარების გარკვევის მიზნით, აქციის მონაწილეებს ჰკითხა არის თუ არა აფხაზეთი საქართველო, პასუხების მიხედვით გაირკვა, რომ მის აქციაზე შემთხვევით პრორუსულად განწყობილი ადამიანები იმყოფებოდნენ.

პრორუსულად განწყობილი აქტივისტების შეცდომას, ორგანიზაციის ხელმძღვანელ ალეკო ელისაშვილთან და „უკვდავი პოლკის“ მხარდამჭერებს შორის მცირე შეკამათება მოჰყვა.