პროტესტი გრძელდება- აქცია 19:00 საათზე განახლდება

საზოგადოების პროტესტი გრძელდება – აქცია პარლამენტის წინ 19:00 საათზე უკვე დაანონსდა, ხოლო დეტალურ გეგმებზე ოპოზიცია  გააკეთებს კომენტარს. 

რუსთაველზე მომიტინგეების დარბევის გამო აქციის მონაწილეები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ.

„7 საათზე პარლამენტთან შეიკრიბებიან აუცილებლად იმიტომ, რომ განახლდება აქცია. აქ უკვე აღარც პოლიტიკური პარტიაა მნიშვნელოვანი, აღარც პოლიტიკოსები. ეს უკვე არის მოქალაქის დაპირისპირება ე.წ. ხელისუფლებასთან, რომელიც რეჟიმად გაფორმდა“, – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე.

„ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ხალხთან ერთად ყოფნა, სამოქალაქო პროტესტი. ფაქტობრივად, ეროვნული დაუმორჩილებლობა არის, რაც აუცილევლად დამთავრდება პუტინის მორჩილი ივანიშვილის რეჟმის დამთავრებით“, – აცხადებს გიორგი ბარამიძე.

„ჩვენ ვართ მომხრე მხოლოდ მშვიდობიან ჩარჩოში პროტესტის და ყოველგვარი ძალადობის, თუნდაც ლეგიტიმური ბრაზის საფუძველზე, ძალადობის წინააღმდეგი. ეს არის “ევროპული საქართველოს” პოზიცია და ამას ადგილზეც ვცდილობდით ფიზიკურად, რითიც ბევრი იქ მყოფი გაბრაზებული ახალგაზრდის უკმაყოფილება დავიმსახურეთ“, – აცხადებს გიგა ბოკერია.