პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია დღეს 19.00 საათზე განახლდება. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, პროტესტი არ შეწყდება, სანამ შს მინისტრი გიორგი გახარია არ გადადდგება.
დღეს, პროტესტის მერვე დღეს იგეგმება მსვლელობა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ.
აქციის მონაწილეები ივანიშვილისგან მოითხოვენ “გავრილოვის ღამის” მთავარი მოქმედი პირი, გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილმა პოსტიდან გაათავისუფლოს.
აქციის მონაწილეების ნაწილი კი შიმშილობას განაგრძობს.