პროტესტის მეჩვიდმეტე დღეს თავისუფლების მარში ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის მიმართულებით გაიმართება

გახარიას გადადგომის მოთხოვნით პროტესტი გრძელდება. აქციის ორგანიზატორების თქმით, 19 საათზე თავისუფლების მარში დაიწყება. აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან შეიკრიბებიან და მსვლელობას ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციამდე გამართავენ.

მოთხოვნა უცვლელია – გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია.

რუსთაველის გამზირზე უკვე ორ კვირაზე მეტია, საპროტესტო აქციები იმართება. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ პროტესტს მანამდე არ შეწყვეტენ, სანამ 20 ივნისის სისხლიანი ღამის გამო, გახარია თანამდებობას არ დატოვებს.

7 ივლის კი, პარლამენტის წინ მდებარე სცენა მწერლებსა და პოეტებს დაეთმობა.