პუტინი აცხადებს, რომ საქართველოსთვის სანქციების დაწესების წინააღმდეგია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ საქართველოსთვის სანქციების დაწესების წინააღმდეგია.

“მე ამას არ გავაკეთებდი ქართველი ხალხის პატივისცემის გამო”, – განაცხადა პუტინმა. 

ინფორმაციას პუტინის გადაწყვეტილების შესახებ “რია ნოვოსტი” ავრცელებს.