“პუტინი დაემუქრა ივანიშვილს, რომ 31 დეკემბერს სამხრეთ ოსეთი იქნება ოფიციალურად რუსეთის ნაწილი“–სააკაშვილი

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკავშილმა ოდესაში ახალგაზრდა ლიდერთა სკოლის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ პუტინი ივანიშვილს წლის ბოლომდე სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანებით დაემუქრა:

“საქართველო არის ძალიან მძიმე სიტუაციაში. ეს ბევრმა არ იცის საქართველოში. ვლადიმერ პუტინმა უთხრა ივანიშვილს ორი თვის წინ: თუ შენ არ გამოაცხადებ ნეიტრალურ სტატუსს თუ საჯაროდ არ იტყვი უარს ნატოზე, ევროკავშირზე, ესეიგი საქართველოს დამოუკიდებლობაზე, 31 დეკემბრამდე მე მოვახდენ სამხრეთ ოსეთის ანექსიას, ზუსტად ისე, როგორც მოახდინა ყირიმის ანექსია. თქვენ ამაზე ივანიშვილი არ გიყვებათ იმიტომ რომ არ ფიქრობს, რომ თქვენს წინაშე ანგარიშვალდებულია, მაგრამ მე ვალდებული ვარ გითხრათ, იმიტომ რომ მე ვიცი ეს ზუსტად.

31 დეკემბერს საქართველოს ნაწილი იქნება ოფიციალურად რუსეთის ნაწილი. და უთხრა, თუ ეს არ გინდა, უნდა გამოაცხადო რომ საქართველოს დამოუკიდებლობა აღარ არსებობს. შენ უარს ამბობ დამოუკიდებლობაზე.

ივანიშვილი ეხლა რას შვრება: იმის მაგივრად, რომ თქვენ მოგიყვეთ და მოგმართოთ, რომ ხალხო ესეთი პრობლემა გვაქვს, ის არაფერს არ გეუბნებათ თქვენ, რაღაც სისულელეებს გიყვებათ და ამასობაში გადააყენა თავდაცვის მინისტრი, ვინც არ მოწონდათ რუსებს, არც მე არ მომწონდა, მაგრამ რუსებს კიდევ უფრო არ მოწონდათ, დანიშნა ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრად. დანიშნა გახარია – რუსეთის საგარეო დაზვერვის აგენტი,  პრემიერ მინისტრად და ფიქრობს, რომ იქნებ როგორმე რუსები დაწყნარდნენ. მაგრამ ივანიშვილი კრეტინია და არ ესმის, რომ ეს რუსებს არ დააკმაყოფილებს, იმიტომ რომ მე თუ რუსებს ველაპარაკები თანაბრად, ივანიშვილი იყო ერთი პატარა საცოდავი ოლიგაქი, მილიარდებით მართალია, მაგრამ რუსეთის მაშტაბით სასაცილო, პუტინის კართან ატუზული და მისთვის პუტინი არის რაღაც ღვთაება ცაში და არ იცის როგორ ელაპარაკოს. მან არ იცის, რომ ყველაფერს შეუსრულებს და ბოლოს პუტინი ამას მაინც შეუსრულებს. ამიტომ საქართველო ახლა რეალურად არის უპატრონო, ძალიან მძიმე მდგომარეობაში.“–განაცხადა სააკაშვილმა.