პუტინი დონბასში კონფლიქტის დასრულების გზებს განიხილავს

 

ვლადიმერ პუტინი უკრაინის ახლადარჩეულ პრეზიდენტთან შეხვედრის შემთხვევაში, დონბასში კონფლიქტის დასრულების გზებს განიცილავს.  ჩინეთში ვიზიტისას  მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მზად არის, რუსეთის მოქალაქეობა გამარტივებული წესით უკრაინის ყველა მოქალაქეს მისცეს. 

24 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების თაობაზე.