რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით მისალოცი წერილები გაუგზავნა დსთ-ს წევრი სახელმწიფოებს, ასევე საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
პუტინმა ასევე მიულოცა აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსიის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდოვის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის სახემწიფო მეთაურებს და მოქალაქეებს. ამ ჩამონათვალში მოხვდნენ ასევე თვითაღიარებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერები და მოქალაქეები.
„ამ დიდი დღესასწაულის დღეს მადლიერებით ვიხსენებთ ჩვენი თანამოქალაქეების სამაგალითო გმირობას, რომლებმაც დაიცვეს მშობლიური მიწა და იხსნეს სამყარო ფაშისტური აგრესიისგან. პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებიც მამაცურად ებრძოდნენ დამპყრობლებს ბრძოლის ველზე და შრომობდნენ ზურგში. ჩვენი საერთო ვალია, წმინდად შევინახოთ მათი გმირობის ხსოვნა და აურაცხელი მსხვერპლი, ვიზრუნოთ და ყურადღება მივაქციოთ ვეტერანებს“, – აღნიშნულია მისალოც წერილში.