პუტინი ზელენსკის ურჩევს, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნოს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის ურჩია, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნოს.  

„რაც შეეხება თავისუფლებას, შეგიძლიათ ეს დაიწყოთ არა რუსებისგან, არამედ   ქართველებისგან ან ყოფილი ქართველებისგან.  უსამართლობა იქნება, რომ უკრაინული პასპორტი არ დაუბრუნოთ ადამიანს, რომელიც ადრე იყო ქართველი, ახლა კი თავს უკრაინელად მიიჩნევს. მე ვგულისხმობ მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილს“ – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

პუტინმა ჟურნალისტებს შეახსენა რომ სააკაშვილს უკანონოდ ჩამოართვეს მოქალაქეობა და ქვეყნიდან უკანონოდ გააძევეს, ამიტომ სწორი იქნებოდა ის დააბრუნონ უკრაინაში.  პუტინის თქმით, სააკაშვილის დარღვეული უფლებები უნდა აღადგინონ, ისევე როგორც უკრაინის ბევრი სხვა მოქალაქის, რომლებიც იძულებული გახდნენ ქვეყნის ტერიტორია დაეტოვებინათ და წასულიყვნენ უკრაინის დღევანდელი რეჟიმის დევნისგან თავის დასაღწევად.

პუტინმა ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის ინიციატივის საპასუხოდ გააკეთა. ზელენსკიმ განაცხადა რომ უკრაინა მიანიჭებს თავისუფლებას და დაეხმარება ყველას,  ვისაც მასთან ბრძოლის სურვილი ექნება.

“უკრაინა უარს არ იტყვის თავის მისიაზე, იყოს დემოკრატიის მაგალითი პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის და ამ მისიის ნაწილი გახდება დაცვის, თავშესაფრის და უკრაინის მოქალაქეობის მინიჭება ყველასთვის, ვინც მზად არის იბრძოლოს თავისუფლებისთვის. ჩვენ მივანიჭებთ თავშესაფარსა და დავეხმარებით ყველას, ვისაც სურვილი ექნება ჩვენ გვერდით იბრძოლოს ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის“ – განაცხადა უკრაინის ახლადარჩეულმა  პრეზიდენტმა.

საქართველოში კორონავირუსის 355 ახალი შემთხვევა დადასტურდა გარდაიცვალა 4 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 355 შემთხვევა დადასტურდა გარდაიცვალა 4 ადამიანი. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 737...

ეუთო/ოდირის დასკვნით, ყველა კერძო მაუწყებელი არჩევნების მიკერძოებული იყო

ეუთო/ოდირის დასკვნით, ყველა კერძო მაუწყებელი არჩევნების მიკერძოებული იყო . ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის...

ტიკარაძის განცხადებით, დაჯავშნულა 1.7 მლნ დოზა ვაქცინა, რომლებიც WHO-ს აღიარებას ელოდებიან

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ დაჯავშნულია, 1.7 მლნ დოზა ვაქცინა, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო...

კრწანისში ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი დააზიანეს

კრწანისში ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი დააზიანეს. ამის შესახებ ინფორმაციას, თბილისის მერია აცხადებს. "მემორიალი მიმდინარე წლის...

ევროკავშირის საგარეო მინისტრები შუამავლობის ჯგუფს ქმნიან – ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით, ევროკავშირის მინისტრები "შუამავლების ჯგუფს" ქმნიან, რათა საქართველოს...

Covid19-ის ვაქცინაცია 111 ქვეყანაში მიმდინარეობს, აცრილია 280 მილიონამდე ადამიანი

მსოფლიოში Covid19-ის ვაქცინაცია 111 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის უკვე 280 მილიონამდე ადამიანია აცრილი....

რა შემთხვევაში შევა “ლელო” პარლამენტში – ბადრი ჯაფარიძის განმარტება

„ლელოს“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ პარლამენტში იმ შემთხვევაში შევლენ, და ჩაერთვებიან საგამოძიებო...

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით წლის ბოლომდე 3.5 მლნ დოზა ვაქცინა შემოვა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მარტში ვაქცინის პირველი დოზების მიღების შემდეგ, დანარჩენი ვაქცინის მიღება...

სხვა სიახლეები

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

ჯანმრთელობა

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო