პუტინის მხარდამჭერი ჯგუფი A-Studio ბათუმში კონცერტს გამართავს

27 ივლისს ბათუმში პუტინის მხარდამჭერი ჯგუფის, A-Studio-ს კონცერტი გაიმართება. კონცერტი კლუბ UP2U-ში შედგება და მისი ორგანიზატორი ივენთკომპანია კლიკია. ბილეთების საფასური 40-60 ლარი იქნება  და მისი შეძენა მსმენელს tkt.ge-ზე შეეძლება. 

ჯგუფის სოლისტი რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის მომღერალი, ქეთა თოფურიაა, რომელიც  პუტინის აქტიური მხარდამჭერია. 2018 წელს ის რუსეთის პრეზიდენტის საარჩევნო აგიტაციაშიც აქტიურად  მონაწილეობდა და პუტინის მხარდასაჭერ კლიპშიც გამოჩნდა. მანამდე კი,  რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან  2 წელიწადში, თოფურიმ მონაწილეობა მიიღო  საბჭოთა კავშრისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.ის სცენაზე რუსული სამხედრო ფორმით წარსდგა და  შეასრულა  სიმღერა “ჩვენ გვჭირდება ერთი გამარჯვება”.