“პუტინის შნირები ხართ”-ხმაური და დაპირისპირება ფოთის საკრებულოს სხდომაზე

ფოთის საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირება მოხდა.  ,,ნაციონალური მოძრაობის”” წევრი დარეჯან ცხვიტარია სხდომაზე, შს მინისტრის, გიორგი გახარიას გამოსახულებიანი პლაკატით მივიდა, რასაც ხმაური მოჰყვა. ოპოზიციონერი წევრი მოითხოვდა 20 ივნისის სისხლიან ღამეზე მინისტრმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს.

ცხვიტარიას განცხადებას  საკრებულოს უმრავლესობის გაღიზიანება მოჰყვა.

საკრებულოს წევრთა ნაწილმა მოითხოვა ოპოზიციონერ დეპუტატს სხდომა დაეტოვებინა. მთელი სხდომის განმავლობაში დარეჯან ცხვიტარია პლაკატებით ხელში ფეხზე იდგა და პროტესტს ამ ფორმით გამოხატავდა. მას დღევანდელ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.