ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ცოლს სარვამარტოდ ვარდების თაიგული და მისალოცი ბარათები გაუგზავნეს.
ლინდა კუმარიტოვას საჩუქარი რუსეთის ეგრეთწოდებულმა ელჩმა სამხრეთ ოსეთში, მარატ კულახმეტოვმა გადასცა. ბიბილოვის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულია თაიგულთან ერთად გადაღებული ფოტო და პუტინის და მედვედევის მილოცვების ტექსტი:
“სულით და გულით გისურვებთ რომ ამ შესანიშნავმა დღესასწაულმა დამდეგი გაზაფხულის სითბოთი, ახლობლების და მეგობრების ზრუნვით და ყურადღებით გაგათბოთ. დაე ცხოვრების გზაზე თან გდევდეთ წარმატება, სახლში კი ჰარმონიული და სიყვარულით სავსე ატმოსფერო გქონოდეთ. ჯანმრთელობა და ყველაფერი საუკეთესო თქვენ“. –წერს პუტინი.
რუსეთის მთავრობის მეთაურის, მედვედევის წერილი ცოტა განსხვავებულია. რა თქმა უნდა, ე.წ. პრეზიდენტის მეუღლეს ისიც ჯანმრთელობას, ბედნიერებას და კეთილდღეობას უსურვებს, თუმცა ამავე დროს ქალის როლზეც წერს: “ქალები ჩვენს სამყაროს ალამაზებენ და აკეთილშობილებენ. სათუთად ინახავენ ოჯახურ კერას, ქმნიან ჰარმონიას და სიმყუდროვეს სახლში, ჩუქნიან ახლობლებს სულიერ სითბოს, მზრუნველობას და ყურადღებას “ – წერს მედვედევი.