“ქაჯმა გააუქმა შეწყალების კომისია და პირდაპირ მკვლელების გამოშვებაზე გადავიდა” – ცოტნე გამსახურდია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი, ცოტნე გამსახურდია, პრეზიდენტის მიერ, დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძის შეწყალებას ეხმაურება.

“დაამუღამეს, რომ შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა და პასუხი არ მოეთხოვებათ და მიდიიი. არაკაცი პლასტელინა და მისი შნირი ზვიად ქორიძე ბარიგებს, სანათესაოს და ბავშვების გამტაცებლებს იწყალებდნენ. ამ ქაჯმა საეროდ გააუქმა შეწყალების კომისია და პირდაპირ მკვლელების გამოშვებაზე გადავიდა“, – წერს ცოტნე გამსახურდია.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა.