“ქალაქი მე მეკუთვნის, მეფე ვარ” – ტურისტი თბილისის ცარიელი ქუჩებიდან ვიდეოს აქვეყნებს

YouTube-ბლოგერი RJinspire-ი, რომელიც ამჟამად თბილისში იმყოფება ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მშვიდობის ხიდზე იმყოფება. ვიდეოში ის ამბობს, რომ ეს ადგილი როგორც წესი ტურისტებით არის სავსე, თუმცა შექმნილი სუტუაციის გამო ხიდზე არავინ იმყოფება. ამის ამსახველ ვიდეოს “ნაირის” დამფუძნებელი გიორგი ხერგიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

“ახალი მეფე რო გვყავს ბრატცი თუ იცით ეგ?! ეს იმ ირანელ ძმაზე მეტად მიყვარს!”- წერს გიორგი ხერგიანი სოციალურ ქსელში.

„ქართველების სოლიდარობა საოცარია. რა ცარიელია ქალაქი. ვერ გადაგედება კორონავირუსი, თუ მარტო ხარ, რაც მე თბილისის მეფედ მხდის. ქალაქი მე მეკუთვნის“, – ხუმრობს ტურისტი.