“ქალაქის მერი ლობირებს დიღმის ტყე-პარკში ოცნების შემომწირველის რესტორნის გახსნას”-ახალგაზრდების პასუხი კალაძეს(ვიდეო)

 

დიღმის ტყე-პარკში მშენებლობასთან დაკავშირებით ახალგაზრდების ჯგუფმა “დავიცვათ დიღმის ტყე პარკი” ვიდეომიმართვა ჩაწერეს, სადაც კახა კალაძის ვიდეოლაივს გამოემხაურნენ. ახალგაზრდების განცხადებით, იმ ადგილას სადაც ტყე-პარკია სავაჭრო ცენტრისა და რესტორნის გახსნა იგეგმება, ამ ყველაფერს კი კახა კალაძე ლობირებს.  

საუბარია პროექტზე, რომელის სამშენებლო კომპანია “ანაგს” ეკუთვნის.აქტივისტები ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ ეს კომპანია “ქართული ოცნების” მსხვილი შემომწირველია.

შეგახსენებთ, კახა კალაძემ განაცხადა,  რომ გავრცელებული ინფორმაციები, თითქოს დიღმის ტყე-პარკში მშენებლობები და პარკინგის ადგილები უნდა მოეწყოს, სიცრუეა.