თამთა თოდაძე, რომელიც საკრებულოს დეპუტატს ილია ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს.
როგორც მან აღნიშნა, ის პოლიციაში გაკითხვაზე მეორედ მიდის. თამთა თოდაძის განცხადებით, ძალადობის შემთხვევა 30 სექტემბერს მოხდა, პოლიციამ ის გამკითხა და მას შემდეგ სამართალდამცავი სტრუქტურები არ შეხმიანებიან. თოდაძე განმარტავს, რომ პოლიციაში გამოკითხვაზე მეორედ მხოლოდ სატალევიზიო ინტევიუს შემდეგ დაიბარეს. ასევე, მისი სატელევიზიო განცხადებების შემდეგ გამოიკითხა გუშინ ილია ჯიშკარიანიც.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს თანამშრომელი თამთა თოდაძე „ქართული ოცნების” დეპუტატს, ისნის მაჟორიტარს ილია ჯიშკარიანს თანაშემწე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.