აშშ-ში, ოჰაიოს შტატში ახალგაზრდა ქალი უცნობის ბინაში შეიჭრა, ძაღლს მოეფერა, ჭურჭელი დარეცხა და ამის შემდეგ ადგილიდან მიიმალა.
პოლიციაში შეტყობინება ორშაბათს დილას ძარცვის შესახებ შევიდა. ადგილზე მისულ სამართალდამცავებს ადგილობრივებმა განუცხადეს, რომ ბინაში უცნობი ქალი უკანა კარიდან შეიჭრა, იქვე მყოფ ძაღლს მოეფერა, შემდეგ კი ჭურჭელი დარეცხა და წავიდა.
სახლის მეპატრონემ პოლიციას განუცხადა, რომ ქალს არ იცნობდა და ის არასდროს მიუწვევია სახლში. მეპატრონემ შენიშნა რომ ქალი საკმაოდ უცნაურად იქცეოდა. სანამ პოლიცია სახლის მფლობელის გამოკითხვას აწარმოებდა, პოლიციაში კიდევ ერთი შეტყობინება შევიდა, სადაც იუწყებოდნენ რომ ეჭვმიტანილი იმავე ტერიტორიაზე შენიშნეს. ის სხვა ბინის კარებზეც აკაკუნებდა და შესვლას ცდილობდა.
დაკავების შემდეგ ქალი ნარკოტიკული თრობის ქვეშ აღმოჩდნა, მან სამართალდამცავებს თავისი სახელი და გვარი არასწორად უთხრა და განაცხადა, რომ ორი დღის უძილო იყო.
ბრალდებული ოჰაიოს რეგიონალურ ციხეში გადაიყვანეს. გასათავისუფლებლად მას 10 ათასი დოლარის გადახდა დაეკისრა.