“ქალის დაკნინება არავის უნდა გაუვიდეს”- სოფო კილაძე ონიანის სექსისტურ კომენტარს აკრიტიკებს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე ინგა გრიგოლიას მისამართით რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის, ლევან ონიანის სექსისტურ, დამამცირებელ და შეურაცხმოფელ კომენტარს სოციალურ ქსელში ეხმაურება. სოფო კილაძე აღნიშნავს რომ საზოგადოებაში ქალის დაკნინება არავის არ უნდა გაუვიდეს.

“ასეთი გამონათქვამები ქალების წინააღმდეგ არის სამარცხვინო, მით უმეტეს საქართველოს ტრადიციულ კულტურაში, სადაც ქალებს განსაკუთრებულ სცემენ პატივს. ორმაგად სამარცხვინოა, როდესაც ამას აკეთებს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი”, — წერს სოფო კილაძე სოციალურ ქსელში. 

Facebook პოსტი, რომელზეც ონიანმა დააკომენტარა “ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის” ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მისამართით იყო დაწერილი.თუმცა ონიანმა თქვა, რომ ეს კომენტარი სხვა ინგაზე დაწერა.