„ქამრების მოჭერის“ ნაცვლად, ისე მოუშვეს, რომ უზარმაზარი ღიპი გადმოუვარდა მთავრობას,- ეს განცხადება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ პარლამენტში გააკეთა.
„ქვეყანას ახრჩობენ ვალებში. ხარჯებს ზრდიან შიდა ვალის აღების გზით.შიდა ვალი 400 მილიონი ლარით იზრდება. შარშან ამ დროს 170 მილიონით გაუზარდეს თბილისის მერიას ხარჯები. დააწკაპუნებს თბილისის მერია ხელს და ნებისმიერი რაოდენობის ფულს აძლევს მთავრობა. რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის თანხების დამატებას, ჯერ მოგვატყუეს, რომ მოგზაურობებზე სჭირდება და ჩვენ ვთქვით, რომ პირიქით, რაც შეიძლება ნაკლები უნდა მივცეთ უცხოეთში გასასვლელად – რამდენი გავიდა, იმდენი პრობლემა შექმნა. ჟურნალისტური გამოძიებით კი გაირკვა, რომ ფულს აძლევენ იმისთვის, რომ ლილოს ბაზრობაზე იყიდონ ანტიკვარები და შექმნან ორბელიანების სასახლის ბუტაფორია, მე-19 საუკუნის ანტურაჟი“,- განაცხადა გოცირიძემ.