ქარელთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული პატრულის თანამშრომლის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა. პაციენტი ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფება.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტი ამ დროისთვის კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზეა.
დაშავებულს დაზიანებები ძირითადად თავის არეში აქვს,მას გუშინ ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ხაშური-აგარის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაშავდნენ. ერთ-ერთი დაშავებული ვერტმფრენით ქარელიდან თბილისში გადმოიყვანეს.
გზისპირა ზოლში გაჩერებულ საპატრულო პოლიციის მანქანას ავტომაგისტრალზე მოძრავი ტრაილერი შეეჯახა.