საქართველოსა და ჩინეთს შორის დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის მიხედვით, ქართველ სკოლის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ შეიწავლონ ჩინური ენა, მიიღონ მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში და კონტაქტი დაამყარონ ჩინურ სასწავლებლებთნ.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და საქართველოში ჩინეთის რესპუბლიკის ელჩმა ძი იანჩიმ.
მემორანდუმს საფუძვლად უდევს საქართველოსა და ჩინეთს შორის დადებული შეთანხმდება, რომელიც მიზნად განათლების ყველა მიმართულებით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისა და თანამშრონლობის გაღრმავებას ისახავს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა და მათთან განათლებისა და მეცნიერებით კუთხით თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია. სურვილის შემთხვევაში, ახალგაზრდებს მიეცემათ შესაძლებლობა ჩინური ენა ისწავლონ, რაც მათ მომავლში საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ეკონომიკურ პარტნიორთან წარმატებულ ურთიერთობასა და ქართულ-ჩინური ბიზნესპროექტების განხორციელებაში დაეხმარება.