“ქართული ენის შემსწავლელი ყველა პროგრამა გაჩერებულია”- ვაშაძე გარდაბანში

“ქართული ენის შემსწავლელი ყველა პროგრამა გაჩერებულია”-განაცხადა  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძე გარდაბანში, სოფელ ქესალოს მცხოვრებლებთან შეხვედრაზე.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მთავარი პრობლემა სოფელში უმუშევრობა და ფინანსური კრიზისია. სესხებს კი მძიმე სოციალური ფონის გამო ვერ იხდიან. გრიგოლ ვაშაძემ შეხვედრაზე აზერბაიჯანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეების დასაქმების პრობლემაზე ისაუბრა.