ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მე-3 სესიაზე აბიტურიენტთა 2% არ გამოცხადდა

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მესამე სესიაზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტების 2% არ გამოცხადდა. აღნიშნული ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა.

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დღეს მეოთხე სესიის შემდეგ დასრულდება, 3 ივლისიდან კი აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდას ჩააბარებენ.

ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე წელს 41 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა, რომლებიც საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრში არიან გადანაწილებულნი.

შეგახსენებთ, 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები გუშინ, 1-ლ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და დღეს მე-3 და მე-4 სესია იმართება.