კოალიციური მთავრობის შექმნა გაივლის საგარეო პოლიტიკურ კურსზე – ამის შესახებ განცხადება, გია ხუხაშვილმა გააკეთა. პოლიტოლოგი მმართველი გუნდის წევრების იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ისინი 2020 წლის არჩევნებისთვის წინა ხელისუფლებასთან თანამშრომლობას გამორიცხავენ.
გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში “ქართულ ოცნებას” პარტნიორად რჩება “პატრიოტთა ალიანსი”. ეს კი გია ხუხაშვილის განცხადებით, იქნება მმართველი პარტიის მხრიდან პრორუსულობის ღია განაცხადი იქნება.
გია ხუხაშვილის განცხადებით, მთავარი არის ის თუ ვის ექნება 2020 წლის არჩევნებზე ოქროს გასაღები. ხუხაშვილი თვლის, რომ ანგარიშგასაწევი იქნება მამუკა ხაზარაძის მოძრაობა.
„ქართული ოცნების ოპტიმიზმს ვერ გავიზიარებ ნამდვილად იმიტომ, რომ ისინი არიან დეგრადაციის პროცესში. ვერანაირ პოზიტიურ დღის წესრიგს ვერ ქმნიან. ჯერ ჯერობით ერთადერთი პარტია რომელთან ალიანსის კულტურები შეიძლება გამოიკვეთოს ეს არის პატრიოტთა ალიანსი. მაგრამ „პატრიოტთა ალიანსთან“ ღია თანამშრომლობის დაწყება „ქართული ოცნებისთვის“ იქნება ძალიან მძიმე დარტყმა სულ სხვა მიმართულებით. გასაგებია რომ „ქართული ოცნება“ ამომრჩეველზე არც აკეთებს აქცენტებს, ისინი არ ფიქრობენ არჩევნების მოგებას, ფიქრობენ არჩვენების ყიდვას. ანუ რესურსების მონოპოლიზაციას მთლიანად, როგორც ფინანსური ნაკადების ასევე ადმინისტრაციული. შეეცდებიან რა თქმა უნდა რომ ეს ორ პოლუსიანობა შეინარჩუნონ. რაც ამ ორ პოლუსიანობას ანგრევს მთლიანად და სრულიად ახალ რეალობაში გადავყავართ, ახალი პოლიტიკური ცენტრების გაჩენაა. ამ მხრივ ყველაზე საყურადღებო არის მამუკა ხაზარაძის გეგმები და ახლა ვის ხელში აღმოჩნდება საბოლოო ჯამში ოქროს გასაღები ძნელი სათქმელია,”-განაცხადა გია ხუხაშვილმა.