ქართული ოცნება” არის რუსული ჰიბრიდული ომის მთავარი და ყველაზე კარგად შენიღბული აქტორი, რადგან ის ახდენს განსაკუთრებით ეკონომიკური დამოკიდებულების კომპონენტით მანიპულირებას – ეს განცხადება “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ “სტრატეგია აღმაშენებლის” პრეზენტაციაზე განაცხადა. პრეზენტაცია ამ წუთებში მიმდინარეობს და მთავარი თემა რუსული ჰიბრიდული ომი და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებაა.
“პირველ რიგში ეს არის საქართველოს მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობების გაღვიძება, ასევე ნიჰილიზმის დანერგვა საზოგადოებაში ზოგადად მომავალთან დაკავშირებით და მაშველ რგოლად რუსეთის ფედერაციის წარმოჩენა.
მათ შორის დაფინანსებული არასამთავრობები და ექპერტები, მათი დაფინანსების წყარო საერთოდ გაუგებარია და ისინი თავისი ნახევრად სიმართლეებით აკეთებენ სხვადასხვა განცხადებებს. მაგალითად გია აბაშიძის განცხადებებია მოყვანილი კვლევებში, რომელიც პირდაპირ ახორციელებს გონებრივ შტურმს, მაგალითად ნატოსთან დაკავშირებით რომ შეექმნა ანტი განწყობები ყოფილი გენმდივნის განცხადდებაზე. სხვადასხვა ქვეყნები მიმართავენ იმასაც, რომ არასამთავრობოების დაფინანსება გამჭვირვალე უნდა იყოს და თუ ვერ წარადგენენ, საიდან ფინანსდება ეს როგანიზაციები, შესაძლოა გამოყნებეული იქნას კონკრეტული სანქციები. თუმცა, საქართვცელოში ეს შესაძლოა პირიქით გამოყენებული იყოს იმ არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ, ვინც რეალურად იცავს სახელმწიფოს ინტერესებს” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.