პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ,,ქართული ოცნება” ის პოლიტიკური ძალაა, რომელსაც მომავალზე პასუხისმგებლობის აღება შეუძლია.
მისი თქმით, ვაშინგტონში ვიზიტს გეგმავს, რომლის ფარგლებშიც პარტნიორებს მიაწვდის ინფორმაციას, რა იგეგმება მომავალში, რადგან ,,ქვეყანა რჩება მომავალზე ორიენტირებულად”.
,,ვიზიტები წლის განმავლობაში გაგრძელდება და ძალიან ინტენსიური კომუნიკაციის ფარგლებში, ამერიკელ კოლეგებს მივაწვდით ამომწურავ ინფორმაციას, თუ რის გაკეთებას ვგეგმავთ მომავალში, ვინაიდან, საქართველო რჩება მომავალზე ორიენტირებულად. “ქართული ოცნება” ის პოლიტიკური ძალაა, ვისაც მომავალზე შეუძლია პასუხისმგებლობის აღება. რაც შეეხება წერილებს, კონგრესმენების წერილები ჩვენი მხრიდან მიღებულია,როგორც მეგობრების მოსაზრებები”,- ამბობს თალაკვაძე და აღნიშნავს, რომ კონგრესმენების წერილებს დამატებითი მთარგმნელები ოპოზიციის მხრიდან არ სჭირდება.