საკრებულოს წევრები ვატო შაქარიშვილი და ჯაბა ჯიშკარიანი – „ქართულ ოცნებას” ტოვებენ. ამის შესახებ მათ ცოტა ხნის წინ ბრიფინგზე განაცხადეს და წამოსვლის მიზეზებზე ისაუბრეს.
“ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია შავის თეთრად წარმოჩენა, ჩვენთვის მიუღებელია მურუსიძე-ჩინჩალაძე-ზარდიაშვილის სამართლიანობის მაგალითად გასაღება, ჩვენთვის მიუღებელია პრინციპული და ღირსეული ადამიანების მრავალწლიანი ბრძოლის უშედეგოდ გამოცხადება”-განაცხადა ვატო შაქარაშვილმა.
“ქართული ოცნების” ყოფილი წევრები პოლიტიკურ მოღვაწეობას, დავით მაღრაძის საზოგადოებრივ მოძრაობა “დაიცავი საქართველოსთან” ერთად გააგრძელებენ.
“13 აპრილს 14:00 საათზე ვუერთდები “დაიცავი საქართველოს” საგანგებო შეკრებას”-დააანონსა შაქარიშვილმა.
ვატო შაქარიშვილი თბილისის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოში “ქართულ ოცნებას” 2017 წლიდან წარმოადგენდა, ჯაბა ჯიშკარიანი კი “ქართული ოცნებიდან” 2014/2017 წლებში მე-5 მოწვევის და 2017 წლიდან მე-6 მოწვევის საკრებულოს დეპუტატი იყო.