“ქართული ოცნების” აქციაზე მიმავალი გურჯაანის მერი და მისი თანამშრომლები ავარიაში მოყვნენ

 

“ქართული ოცნების” აქციაზე მიმავალი გურჯაანის მერი, არჩილ ხამანდაშვილი და მისი თანამშრომლები ავარიაში მოყვნენ.
როგორც ცნობილია, მერის ავტომანქანა, წინ მიმავალ სამარშუტო ტაქსის შეეჯახა.

ხამანდაშვილი და მერიის თანამშრომლები ამჟამად საგარეჯოს საავადმყოფოში იმყოფებიან.

წინასწარი ინფორმაციით, ყველა დაზარალებულს მსუბუქი დაზიანებები აქვთ მიღებული. ერთ-ერთ თანამშრომელს თავი აქვს გატეხილი.