დღეს, “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში ბიძინა ივანიშვილის თავმჯდომარეობით უმრავლესობის სხდომა იმართება. სხდომა ცოტა ხნის წინ დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, უმრავლესობა აკაკი ზოიძის ინიციატივას განიხილავს და გადაწყვეტს, პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ჩაატაროს თუ არა პლებისცისტი. ასევე განხილული იქნება საპარლამენტო უმრავლესობის თანამდებობების გადანაწილების საკითხი.
შეგახსენებთ, გუშინ “ქართული ოცნების” ოფისში ე.წ. ამბოხებულ მაჟორიტარებისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ დიმიტრი ხუნდაძემ და მერაბ ქვარაიამ განაცხადეს,რომ ივანიშვილთან პრინციპულად მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმდნენ, თუმცა მათ არ დაუკონკრეტებიათ, თუ რა საკითხზე მსჯელობდნენ.