თბილისში, „ქართული ოცნების მიერ ჩანიშნულ ღონისძიებაზე იმერეთიდან 5 000-მდე ადამიანი დილის 7 საათზე გამოემგზავრა.
„ბევრნი ვართ ძალიან ქუთაისიდან, საჯარო მოხელეებიც არიან რა თქმა უნდა, 5 000-ზე მეტი ვიქნებით, – ამბობს ქართული ოცნების ერთ-ერთი აქტივისტი გაბრიელ ფოლკენშტერნი.
შეგახსენებთ, რომ დღეს 14 დეკემბერს ქართული ოცნება თბილისში მასშტაბურ აქციას გეგმავს.
აქცია პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით, საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის აღსანიშნავი კვირეულის ფარგლებში გაიმართება.