ქართული ოცნების მაჟორიტარმა ანზორ ბოლქვაძემ ენმ-ის აქტივისტი სასტუმროდან გააძევა

ქართული ოცნების მაჟორიტარმა ანზორ ბოლქვაძემ ენმ-ს აქტივისტი სასტუმროდან გააძევა. კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.ვიდეოს ენმ-ს აქტივისტი ხათუნა ბერიძე აქვეყნებს.

კადრში ჩანს დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე, რომელიც ქალს მოუწოდებს დატოვოს მისი  სასტუმრო. ვიდეოში ბოლქვაძე ამბობს, რომ ეს სასტუმრო ხულოში მისი საკუთრებაა და ამიტომ მას შეუძლია გააძევოს სტუმარი ტერიტორიიდან.

დღეს, ხულოში მომხდარ ინცინდენტზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.