ქართული ოცნების მხარდამჭერების თბილისში ტრანსპორტირება რეგიონებიდან ასობით მიკროავტობუსით ხდება. ცენტრალური მაგისტრალის რამდენიმე ადგილზე მიკროავტობუსების კოლონის გამო საცობები შეიქმნა. აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზე 16 საათზე იწყება. ქართული ოცნება ოფიციალურად საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობას ზეიმობს. მიკროავტობუსების კოლონის ვიდეო გამოცემა on.ge-მ გაავრცელა.